ლეგენდარული მოკრივე ლენოქს ლუისი საქართველოშია. ის დედაქალაქის მერთან და სპორტის მინისტრთან ერთად პროფესიული კრივის საღამოს დაესწრო.
გაიმართა მსოფლიოს კრივის ფედერაციის სარეიტინგო ბრძოლები, საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება და მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის 12 რაუნდიანი ბრძოლა.
მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანელმა მოკრივემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, თბილისის მერს და სპორტის მინისტრს.
მისი განცხადებით, კრივი საქართველოში ვითარდება და შედეგი თვალსაჩინოა. ლეგენდარულმა მოკრივემ ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეც მიულოცა.