"მეფისქალაქის ისტორიული წარსულიდან," - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მიმდინარეობს. შატო მეფის ქალაქში ისტორიულ და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით წარმოდგენილია ექსპოზიცია, მიმდინარეობს ადგილობრივი მარნების ღვინის დეგუსტაცია და ფოლკლორული საღამო.
დღესვე მეფის ქალაქში გაიმართა ქართლური ტრადიციული სიმღერებისა და გალობის ფესტივალი. ფესტივალი მე-6 იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ჯგუფები საქართველოს ყველა კუთხიდან. ღონისძიების მხარდამჭერია კასპის მუნიციპალური მერია.