11 აგვისტო 2026,   19:57
ვრცლად
"თრიალეთის თასი" - საქართველოს ნაკრებმა "ჩელენჯერის" სერიაზე ყველა კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ქვეყნისთვის ისტორიული შედეგია

თბილისის ყინულის არენაზე, ისტორიაში პირველად, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, "ჩელენჯერის" სერიის ტურნირი "თრიალეთის თასი" მოეწყო.

ტურნირში მონაწილეობა 27 ქვეყნის 98 მოციგურავემ მიიღო.

საქართველოს ნაკრებმა "ჩელენჯერის" სერიაზე ყველა კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. მამაკაცებს შორის პირველი ადგილი ნიკა ეგაძეს ერგო, სპორტულ წყვილებში პირველობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა არავის დაუთმო, ქალებს შორის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა გახდა, სპორტულ ცეკვებში კი ოქროს მედალი დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მოიპოვა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "თრიალეთის თასი" სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

"დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად სტრესისა. მიხარია, რომ ყველაფერი შევძელი და ძალიან კმაყოფილი ვარ. დღეს ჩემი მშობლები აქ იყვნენ, მათ ნახეს მოკლე პროგრამაც და მათმა მხარდაჭერამ ძალიან გამახარა", - აცხადებს "თრიალეთის თასის" გამარჯვებული ანასტასია გუბანოვა.

დღის ამბები