ხელისუფლების დამხობის საქმის ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის ბოლოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ. მანამდე ერთი დღით ადრე, მათთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
ამავე საქმეზე უკვე გამოჰკითხეს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც. საუბარია თბილისის მიმდებარედ, ტყეში, სამალავში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღზე, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე.
გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, თბილისში დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.