საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში თავისუფლებისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა.
ზანდუკელის ქუჩის პირველი ნომერი, სახლი, რომელიც გმირული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მომენტს იტევს. რეაბილიტირებული მუზეუმი სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს.
რეაბილიტაციის შედეგად, გაიზარდა მუზეუმის ფართობი, ინტენსიური მუშაობა დაიწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. შენობა აღიჭურვა უახლესი ტექნიკით. სივრცეში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფონდსაცავი უზრუნველყოფს.
მერაბ კოსტავას საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია პირველად ჩაუტარდა. განახლებული სახლ-მუზეუმი პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარემ, კულტურის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა საზეიმოდ გახსნეს.
ეროვნული გმირის მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 1 740 000 ლარი შეადგინა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი