ახალგაზრდა მამაკაცი, მებაჟე ოფიცრებმა საეჭვოდ მაშინ მიიჩნიეს, როდესაც ის სკანერზე შემოწმებას გადიოდა. საეჭვო მგზავრი გაჩხრიკეს და აღმოჩნდა რომ თურქეთის მოქალაქე საქართველოში, სარფის გამშვები პუნქტის გავლით კოკაინის შემოტანას ცდილობდა. მებაჟე ოფიცრებმა და სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს.
სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. რა მიზნით შემოჰქონდა 30 წლის მამაკაცს ნარკოტიკი საქართველოში და იყვნენ თუ არა, დანაშაულის ჩართული სხვა პირებიც - ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. 30 წლის თურქეთის მოქალაქე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
თურქეთის მოქალაქეს, პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. 30 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით გრძელდება.