06 ივნისი 2026,   21:15
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვევით ბრიგადას 21 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვევით ბრიგადას 21 წლის იუბილე მიულოცა.

საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.

დღის ამბები