06 აგვისტო 2026,   19:03
ვრცლად
გამოძიება გიული ალასანიას წინააღმდეგ - რა ბრალდებებზე საუბრობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული 22 000 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა სპორტული მოედნებითა და ლაბორატორიებით მიხეილ სააკაშვილმა გიული ალასანიას 1 ლარად გადასცა.

ადრესატი ბრალდებას უარყოფს. სააკაშვილის დედამ შეკითხვებს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ უპასუხა და თქვა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

სიმართლეს გამოძიება დაადგენს. პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე დავით გურგენიძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურისთვის მიმართვამდე იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და კანცლერმა მაშინ დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორ აღმოჩნდა მრავალმილიონიანი ქონება გიული ალასანიას ხელში. დეპუტატები გამოძიების შედეგებს ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში კი ტრადიციულად პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

თავად ხელისუფლება ამ საქმეში პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავს. თუმცა, გიული ალასანიას მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების სავარაუდოდ მიტაცებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს საგამოძიებო უწყებებისგან ელოდება.

გენერალურ პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა 17 ოქტომბერს მიმართა და გამოძიების დაწყების პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებების პერიოდში გიული ალასანიას ქონების დაყადაღება, შენობა-ნაგებობების დაბრუნება და უნივერსიტეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვა.

დღის ამბები