08 აგვისტო 2026,   16:11
ვრცლად
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ბრალი მას ოფიციალურად გუშინ, 28 ოქტომბერს წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, ტაბიძის საქმე 30მ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის, 9-მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებას უკავშირდება. პროკურატურის მტკიცებით, ამავე კორუფციულ სქემაში იყო ჩართული რამდენიმე დღის წინ დაკავებული შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელ პირებიც.

დღის ამბები