06 აგვისტო 2026,   18:55
ვრცლად
თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 17 წელი შესრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 17 წელი შესრულდა. საზეიმო ცერემონია ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, კობა გრიგოლიამ და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, დავით ფოფხაძემ მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

უწყებრივი მედლებით, საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს სამხედრო მოსამსახურეები.

დღის ამბები