06 აგვისტო 2026,   11:56
ვრცლად
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი პირველიდან 7 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი პირველიდან 7 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალზე ორმოცამდე უცხოურ და ოცდაათამდე ახალ ქართულ ფილმს აჩვენებენ. თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის “რეჟისორი ფოკუსში” შვეიცარიელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლა ვადიმოვია. მას თბილისის კინოფესტივალის “საპატიო პრომეთე” გადაეცემა. რაც შეეხება ქართულ პანორამას, ჟიური წლის საუკეთესო ფილმს ოთხ კატეგორიაში გამოავლენს.კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.

“ეს არის ისევ და ისევ ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, რომ გაეცნონ უკეთ უცხოურ ფილმებს, დაამყარონ კონტაქტები პროდიუსერებთან ინსტიტუციებთან, ფონდებთან, რომლებიც ხშირად არიან წარმოდგენილი ჩვენს ფესტივალზე და ამით ფესტივალი ხელს უწყობს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას“, - აცხადებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი გაგა ჩხეიძე.

დღის ამბები