07 აგვისტო 2026,   21:20
ვრცლად
სამხრეთ ლიბანში, კონფლიქტის ესკალაციის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიჭრა და ისრაელის ორი ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტვიროსის რამდენიმე ნაწილს დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ CNN-ი ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ასევე სამი საჰაერო იერიში მიიტანა ალ-მანსურის ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

როგორც CNN-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა თავდასხმები გააძლიერა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხშაბათს, სამხრეთ ლიბანში, ოპერაციების დროს ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს.

ცნობისთვის, რომში, აშშ-ის შუამავლობით, ისრაელსა და ლიბანს შორის გამართული მოლაპარაკებები ოთხშაბათს, მოსალოდნელზე ადრე, ისრაელის განახლებული დარტყმების ფონზე დასრულდა.

დღის ამბები