06 აგვისტო 2026,   19:03
ვრცლად
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები