სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
პირველ დღეს შეხვედრა იაპონიის სპორტის საბჭოს დირექტორთან, ბატონ ტაკეში კუკიდომესთან, გაიმართა, ასევე, საქართველოს დელეგაცია შეხვდა იაპონიის სპორტის სააგენტოს კომისარს, ჯუნიჩი კავაის.
შეხვედრებზე საუბარი საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობასა და სპორტის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებას შეეხო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, საქართველოს სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ქავთარაძე, იაპონიის სპორტის საბჭოსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.