საქართველოს სპორტის მინისტრისა და დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში დასრულდა. შალვა გოგოლაძემ ბოლო შეხვედრები საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან გამართა.
სამუშაო შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიის მეგობრულ ურთიერთობებში სპორტის როლსა და მნიშვნელობას; განიხილეს საქართველოში იაპონური სპორტისა და კულტურის ცენტრის მშენებლობის შესაძლებლობა.