06 აგვისტო 2026,   12:00
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს - დავით დიღმელაშვილი ახლა სასამართლოს მოლოდინშია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს. დავით დიღმელაშვილი ახლა სასამართლოს მოლოდინშია.

"კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანების საქმეთა მთავარ საქართველოში გამოძიება სოციალური მუშაკის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ დუმილი სწორედ სოც მუშაკთან დაარღვია და ბიძა ძალადობაში დაადანაშაულა. თქვა, რომ დავით დიღმელაშვილი სახლში ხშირად ყვირის, დასცინის, და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები წარსულშიც ყოფილა. "კურიერი" დღეს არასრულწლოვანის დედას დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ინტერვიუზე უარი თქვა. 16 წლის გოგოს დეიდა კი ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

დიღმელაშვილის გვარი შესაძლოა კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულში ფიგურირებდეს. ბრალდებულის და ჰყვება, რომ დავით დიღმელაშვილმა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე უჯარმის ადმინისტრაციულ შენობას ქვა ესროლა და ფანჯარა გატეხა. "კურიერმა" შემთხვევის ადგილი გადაიღო და თვითმხილველიც ჩაწერა.

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული დიღმელაშვილი 2021 წლიდან 2025 წლის ნოემბრამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო "ნაციონალური მოძრაობიდან". ბრალდებული თბილისში დედასთან და დის შვილთან ერთად ცხოვრობდა.

სამართალდამცველები კი სავარაუდო დანაშაულის კვალზე არასრუწლოვანის საქმეში სოციალური მუშაკის ჩართვის შემდეგ გავიდნენ.

ერთი-ერთი საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მანდატურის სამსახურს მას შემდეგ მიმართა, რაც 16 წლის გოგო თითქმის 1 თვე სკოლაში არ დადიოდა. ფაქტის მოკვლევის მიზნით, სკოლაში სოციალური მუშაკი მივიდა, მოსწავლესთან გასაუბრების დროს კი არასრულწლოვანმა მას ოჯახური ძალადობის შესახებ შეატყობინა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს უფლებადამცველი ამ დროისთვის არ ჰყავს. არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს. რაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები