არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით დიღმელაშვილს პატიმრობა შეეფარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მას საკუთარ დისშვილზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.
გამოძიების საფუძველი გახდა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის სოციალური მუშაკის შეტყობინება მოსწავლის მიმართ, ბიძის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.