ადიგენი დღეს საახალწლო ღონისძიების მასპინძელია. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები დახვდებათ.
უკვე გაიმართა ზღაპრის გმირების წარმოდგენები, ღონისძიება ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გაგრძელდება და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ქვეყნის მასშტაბით ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით იმართება.