04 აგვისტო 2026,   15:33
ვრცლად
ელენე ხოშტარიას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი არის რუსეთის წინააღმდეგ, თანხა ერიცხება რუსეთისგან, სახელმწიფო უწყებებიდან - კახა კალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგები - პრემიერ-მინისტრის ვრცელი წერილი და ანალიზი თუ რატომ არ იქცა აგვისტოს ომი ნაცმოძრაობის და მისი მიმდევრებისთვის საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას - რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ როცა საქმე საქართველოს ეხებოდა.

"ნაციონალური მოძრაობა" არ პასუხობს კითხვას - რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მათ მხარდამჭერებში, ლოგიკურად არა 2022 წელს, არამედ 2008 წლის ომის შემდეგ უნდა გაჩენილიყო, თუმცა ოპოზიცია ვალდებულია გარე დაკვეთით დავალებები სრულყოფილად შეასრულოს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ელენე ხოშტარია რუსეთისგან იღებს ფულს. 

"ყველაფერს ცდილობენ, რა თქმა უნდა, რომ საკუთარ თავზე არ მიიღონ ეს ყველაფერი და საზოგადოებას სხვანაირად წარმოუჩინონ თავი, მაგრამ ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. ის გადაწყვეტილებები, რაც წარსულში ჰქონდათ, ის დამოკიდებულება რუსეთთან და რუსეთის მოქალაქეებთან რაც ჰქონდათ და დღეს როგორია. ეს ყველაფერი მიუთითებს მათ ფარისევლობაზე.

ელენე ხოშტარია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი არის რუსეთის წინააღმდეგ, თანხა ერიცხება რუსეთისგან, სახელმწიფო უწყებებიდან", - აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები