03 აგვისტო 2026,   03:13
ვრცლად
მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.

"მდინარე ანთოკისხევზე არსებული სახიდე გადასასვლელი აგებული იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში. ხიდი დაზიანებული იყო და სატრანსპორტო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. მის ნაცვლად აშენდა ერთმალიანი ჭრილკოჭოვანი სისტემის ახალი ხიდი, რომლის სიგანე - 14.6 მეტრი, ხოლო მთლიანი სიგრძე 29.2 მეტრია. ხიდს აქვს ორი სანაპირო ბურჯი", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

დღის ამბები