13 სექტემბერი 2026,   05:26
ვრცლად
არც დემოკრატია გვაქვს, არც სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ და ამ პირობებში, რა კოორდინაციაზე უნდა ვისაუბროთ - გიორგი შარაშიძე

პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობას დაჩქარებული წესით განაგრძობს. დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის კანონპროექტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". ცვლილებების თანახმად, ქვეყანას ახალი სახელმწიფო მინისტრი ეყოლება, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ამ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც, პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოსტს ჩაიბარებს. ამავე სასესიო კვირაში პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გეკა გელაძეს დაამტკიცებს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ საქართველოში არც დემოკრატიული გარემოა შექმნილი და არც ისეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებს, რომლებიც ეფექტიან კოორდინაციას უზრუნველყოფენ

"საქართველოში არც დემოკრატია გვაქვს, არც სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ და ამ პირობებში, რა კოორდინაციაზე უნდა ვისაუბროთ? არ მინდა დეტალებში შევიდე, უამრავი სხვა ალტერნატივა ჰქონდათ მათ ამისთვის, თუ ეს საკითხი მართლა აწუხებდათ - დაწყებული იქიდან, რომ ელემენტარულად შინაგან საქმეთა მინისტრს შეიძლებოდა ჰქონოდა შეთავსებული ეს ფუნქცია ნებისმიერ სხვა მინისტრს, მაგალითად თავდაცვის ან ა.შ. ან აღედგინათ თუნდაც ის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები