13 სექტემბერი 2026,   08:46
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე ბაკარაძის ბრალდებებზე: ეს არის უსინდისობა, უტიფრობა და, ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც

პარლამენტში ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. მიხეილ სარჯველაძე ინტერპელაციის ფორმატში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა. მინისტრისთვის გაგზავნილი 24 შეკითხვიდან პირველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობას ეხება. 

ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ, სხდომათა დარბაზში გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძეს მიმართა და თქვა, რომ ის არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ - ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირიც.

ჯანდაცვის მინისტრმა ბაჯარაძის ბრალდებებს "პოპულიზმი" და "დემაგოგია" უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები რეალობას აცდენილია.

"ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა "უსინდისობასაც", სიტყვა "პოლიტიკურის" დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა. იმავდროულად, უტიფრობა და, ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც, დილეტანტიზმიც და, იმავდროულად, ამორალურობაც.

ახლა წვრილად მოგახსენებთ, რატომ გეკუთვნით ყველა ეს ეპითეტი, რომლითაც მოგმართეთ. სხვათა შორის, როცა ჩემი ინიციატივით ბრძანდებოდით სამინისტროში, რა თქმა უნდა, ამ ყალბი პათეტიკის აბსოლუტური ნიშან-წყალი არ არსებობდა იმ შეხვედრაზე, რომელიც კამერების წინ არ მიმდინარეობდა.

სადაც ზუსტად გაქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიღებული ამ საკითხის ირგვლივ, რომელთან დაკავშირებით, თქვენდა სამწუხაროდ, უბრალოდ პასუხები არ გაგაჩნიათ. არავინ მოელოდა თქვენს დღევანდელ ყალბ პათეტიკას. მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს, რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ამიტომ სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

დღის ამბები