ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჩამოვიდა.
დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვივნენ. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკასა და თანამედროვე კვლევის მეთოდებს დაუთმეს.
გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის მზადყოფნა.
"ცხოველთა დაავადებების დროული გამოვლენისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სანდო ლაბორატორია, როგორიც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაა. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ საქართველოს აქვს თანამედროვე აღჭურვილობითა და კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფილი დაწესებულება. ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ცოფის დიაგნოსტიკის მიმართულებით" - განაცხადა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა მდივანმა, ემანუელა სუბეირანმა.