01 ნოემბერი 2026,   19:54
ვრცლად
"სატვირთოს მძღოლმა მისაბმელში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა" - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე, 2 პირი დააკავეს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის "სარფის" გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, მისაბმელში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი დააკავეს", - აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344¹ მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები