04 აგვისტო 2026,   11:43
ვრცლად
შიო III წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ტახტზე აღსაყდრდა

ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს - თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო. 

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს უძველესი საპატრიარქო მიტრა მეუფე დანიელმა დაადგა.

შიო III - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია და აღსაყდრების საზეიმო ცერემონია საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით აღსრულდა.

პროცედურა მოიცავდა უძველეს რიტუალს: მის უწმინდესობას, შიო III-ს, გადასცეს პატრიარქის ინსიგნიები. მოხდა მისი აღკაზმვა პატრიარქისთვის განკუთვნილი საღვთისმსახურო სამოსით. ტაძარში სამგზის გაისმა სიტყვა - "აქსიოს!", რაც ბერძნულად "ღირსია"-ს ნიშნავს. ეს არის დასტური იმისა, რომ ეკლესიამ და ერმა ახალი წინამძღოლი მიიღო და ეკლესიის მართვის პასუხისმგებლობა დღეიდან სწორედ მას ეკუთვნის.

რამდენიმე წუთში საზოგადოება ასევე მოისმენს ახალი პატრიარქის პირველ ოფიციალურ სიტყვაც. შიო III წარმოთქვამს ინტრონიზაციის ეპისტოლეს.

 

დღის ამბები