04 ივნისი 2026,   09:25
ვრცლად
გიორგი ვოლსკი აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: იმედი გვაქვს, ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით განვითარდება, ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დადებითი მიმართულებით განვითარდება.

“იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით განვითარდება. რაც შეეხება იმას, რომ ტრაექტორია ჩვენი ურთიერთობებისა უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმები და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ამერიკის  შეერთებული შტატების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა და საჭიროა ბიზნეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ამ რეგიონში, მათ შორის საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატების შორის ურთიერთობები არის საკვანძო მნიშვნელობის“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გიორგი ვოლსკი.

საქართველოს საკითხს მარკო რუბიო კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გუშინ შეეხო. მისი თქმით, ვაშინგტონმა თბილისისგან უკვე მიიღო რამდენიმე პოზიტიური სიგნალი, რაც ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე მიანიშნებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს უკვე გადაეცა კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც ამერიკასთან პარტნიორობის აღდგენისთვის საჭიროა.

 

დღის ამბები