კრიშტიანუ რონალდოსა და ლუიშ ფიგუს აღმზრდელი აკადემია საქართველოშია - მიმდინარე კვირის ბოლომდე რუსთავი ლისაბონის "სპორტინგის“ საფეხბურთო ბანაკს მასპინძლობს.
6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები პორტუგალიური მეთოდოლოგიით ივარჯიშებენ, პროექტის ბოლოს კი ორი საუკეთესო მოთამაშე პორტუგალიაში, "სპორტინგის" მთავარ ბაზაზე გაემგზავრება.
საზაფხულო ბანაკი საფეხბურთო კლუბ "რუსთავისა" და "რუსთაველი ჯგუფის" გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზნადაც საქართველოში "სპორტინგის" აკადემიის შექმნა და ევროპული საფეხბურთო სტანდარტების დანერგვა სახელდება.