04 ივნისი 2026,   09:25
ვრცლად
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ თუმცა, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავი "ჰეზბოლას" მიერ იარაღის დაყრასა და სამხრეთ ლიბანის დატოვებაზეა დამოკიდებული

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ თუმცა, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავი "ჰეზბოლას" მიერ იარაღის დაყრასა და სამხრეთ ლიბანის დატოვებაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ ვაშინგტონის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

აქვე აღნიშნულია, რომ იქმნება საპილოტე ზონები, სადაც კონტროლს ექსკლუზიურად ლიბანის არმია განახორციელებს. პოლიტიკური განხილვები ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად ივნისის ბოლოს განახლდება.

დღის ამბები