04 ივნისი 2026,   16:16
ვრცლად
"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი" - ფრანგული გამოცემა ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე სტატიას აქვეყნებს

ფრანგული გამოცემა ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე სტატიას აქვეყნებს. "საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი", - წერს Intelligence Online-ის რედაქტორი.

მისი ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ, დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.

"ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა. საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი. საქართველოს ხელისუფლებამ, დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობის გასაჯაროებით დაიმუქრა", - აღნიშნულია სტატიაში. 

შეგახსენებთ, 8 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა და გააფრთხილა მათ შორის მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები და სთხოვა, გაეყვანათ საკუთარი ხალხი, რომლების საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.

დღის ამბები