ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი ტარდება. მიმდინარე წელს დასაქმების ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს სრულიად ახალი ფორმატით მასპინძლობს. ფორუმზე წარმოდგენილია 80-მდე კომპანია 300-ზე მეტი ვაკანსიით და 2 ათასამდე სამუშაო ადგილით.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვან კომპანიებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.