13 ივნისი 2026,   13:56
ვრცლად
"TV პირველმა" ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დაკავებაზე თებერვალშივე აცნობა მაყურებელს, თუმცა გუშინდელ ანონსში ეს არ უხსენებია

ტელეკომპანია "პირველმა" გაავრცელა ანონსი, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალადობრივი ფაქტი გამოვლინდა, ძალადობაში მხილებული სამივე პირი კი, ბრალდებულების სახით, შესაბამისი მუხლით დააკავეს, თავად "TV პირველმა", ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა, თუმცა ანონსში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. 

შსს-ს "TV პირველს" მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, ჟურნალისტები ანონსის გავრცელებამდე ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან, თუმცა ფაქტი შეგნებულად დამალეს. შსს ამბობს, რომ საქმე ეხება 2022 წელს ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს და რომელზეც გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, სწორედ შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო, 23 თებერვალს კი პროკურატურამ სამივე პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავა.

"TV პირველის" ანონსს ეხმაურება პროკურატურაც და ამბობს, რომ "ნოდარ მელაძის შაბათს" მათ აღნიშნული ინფორმაცია სრულად მიაწოდეს, თუმცა ის გადაცემის ანონსში მაინც არ ჩასვეს.

დღის ამბები