საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის - A2LA-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის – „A2LA“-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა.
„A2LA“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი სანდოობის მქონე აკრედიტაციის ორგანოა, რომელიც ლაბორატორიების აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობისა (ILAC) და აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის (IAF) სრულუფლებიანი წევრია.
ამერიკელმა ექსპერტმა დეტალურად გადაამოწმა შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და რეალურ გარემოში დააკვირდა ქართველი კრიმინალისტების მუშაობის სრულ პროცესს.
აღნიშნული შემოწმება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17020-ის ფარგლებში ჩატარდა, რომლის წარმატებით დასრულებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის მაღალი ხარისხი და თანამშრომელთა პროფესიონალიზმი.
საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად განვიხილეთ როგორც დათვლის მეთოდოლოგია, ასევე ის პრინციპები, რომლითაც განისაზღვრა დაფინანსების ახალი მოდელის კოეფიციენტი. განხილვამ დაადასტურა, რომ უნივერსიტეტების უდიდესი უმრავლესობისთვის არა თუ მისაღები, არამედ ისინი ცალსახად ამბობენ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე", - წერია განცხადებაში.