24 ივნისი 2026,   06:47
ვრცლად
ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძის მიმართ სოციალურ ქსელში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, ივანე კოდელაშვილი სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ კიდევ ორ საქმეზე იმსჯელა.

ერთ-ერთ კანონდამრღვევს, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ღირსების შემლახველი კომენტარის გამო, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ვახტანგ დიასამიძე კი ონლაინსივრცეში, აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო 2000 ლარით დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალი სამმართველო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად აგრძელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, რეაგირება კი ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს უხამსობასა და ლანძღვა-გინებას.


დღის ამბები