ქალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ხომ აღიარა, რომ მან არც კი იცის თუ რა არის ხალხის ინტერესი - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენენ არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს, მაშინ საქმე აგენტურულ ქსელთან გვაქვს:
"ქალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ხომ აღიარა, რომ მან არც კი იცის თუ რა არის ხალხის ინტერესი. არც მან, არც მისმა პარტიამ და არც იმათმა, ვინც მის გარშემოა ეს არ იციან. და ამან რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს პოლიტიკური პროცესისთვის. იმიტომ არის დემოკრატია საინტერესო სიტყვა, რომ დემოსი - გულისხმობს ხალხს. ხალხია აქ მნიშვნელოვანი და არა აქტორები, ვისაც ბევრი საუბარი შეუძლიათ ან არ შეუძლიათ, მაგრამ უნდათ. მნიშვნელობა აქვს ვის წარმოადგენ. როდესაც პოლიტიკური ჯგუფები, თავისივე აღიარებით წარმოადგენენ არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიასთან თუ მოძრაობასთან, არამედ აგენტურულ ქსელთან, რომელიც გარედან შემოსულ ჩვეულებრივ დაკვეთას ასრულებს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.