27 ივნისი 2026,   22:28
ვრცლად
იმერული ხასიათი, დახვეწილი იუმორი, ღიმილი და განსაკუთრებული გემოები - ქუთაისი "გემოფესტის" მასპინძელია

იმერული ხასიათი, დახვეწილი იუმორი, ღიმილი და განსაკუთრებული გემოები - ქუთაისი "გემოფესტის" მასპინძელია. გასტრონომიული ფესტივალი, რომელიც იმერულ სტუმართმოყვარეობასა და მრავალფეროვან გემოებს აერთიანებს, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან მიმდინარეობს. ისტორიულ "თეთრ ხიდთან" კერძებად ქცეული შედევრები, ძველი ქალაქის ახალ კულინარიულ ისტორიას წერს.

"გემოფესტში" იმერეთიდან 18 ობიექტი მონაწილეობს. მასპინძლები სტუმრებს, ძველ და თანამედროვე ვერსიით მომზადებულ იმერულ კერძებს სთავაზობენ. მეოთხე კულინარიულ ფესტივალში თითოეული წარმოდგენილი გემო საუკუნოვან ტრადიციებს ინახავს.

"გემოფესტის" მთავარი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და იმერეთში მოგზაურთა ნაკადის გაზრდაა. ფესტივალის მასპინძლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია.

ღონისძიება, რომელიც 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, კვების ზონების გარდა, აგრომარკეტსა და საბავშვო სივრცეებს აერთიანებს.

დღის ამბები