01 ივლისი 2026,   03:35
ვრცლად
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გამოვასწოროთ - ტრამპი 

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ამის გამოსწორება კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობით მარტივია:

"უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გამოვასწოროთ კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობით, პრეზიდენტის მხარდაჭერით, რაც ამ პროცესის მიმდინარეობისას უკვე დადასტურდა.

არანაირი ხანგრძლივი და რთული საკონსტიტუციო შესწორება საჭირო არ არის! კონგრესმა დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა დაბადებით მოქალაქეობის უფლების დასასრულებლად, რომელიც ძვირი ჯდება და უსამართლოა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მათ ექნებათ ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა," - აცხადებს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები