30 ივნისი 2026,   19:30
ვრცლად
საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავ სტაბილურ ნიშნულზეა - გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები

საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავ სტაბილურ ნიშნულზეა. მიმდინარე წლის მაისის თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით რომ არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტის მასშტაბით ლიდერია, ამ ფაქტს ადასტურებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ არსებული ტემპით ქვეყანა უახლოეს წლებში მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლებს.

გაზრდილია ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელიც. ბოლო წლებში ნაჩვენებ პოზიტიურ მაკროეკონომიკურ დინამიკას დადებითი გავლენა აქვს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა დასაქმების ზრდა და სიღარიბის შემცირება, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც აისახება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, საქართველოში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.

ეკონომიკური ზრდის შესახებ დეტალურ ანგარიშს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

 

დღის ამბები