მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთისა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ესპანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩის მთავარი გმირი მიკელ ოიარზაბალი გახდა.
ესპანელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში, შეხვედრის 36-ე წუთზე მიკელ ოიარზაბალის ზუსტი დარტყმით გახსნეს. მეორე ტაიმში უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა - 66-ე წუთზე პედრო პორომ მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე, მიკელ ოიარზაბალმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო წერტილი დასვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟსა და საუკეთესო მომენტების მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.