08 ივლისი 2026,   13:39
ვრცლად
მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

მარინ ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოფიციალურად გეგმავს. ამის შესახებ პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა ტელეკომპანია "TF1-ის" ეთერში განაცხადა.

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ევროპარლამენტის სახსრების გაფლანგვის საქმეზე პოლიტიკოსს არჩევითი თანამდებობის დაკავება აუკრძალა, თუმცა,სასჯელის ვადის შემცირების გამო, მას საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის სამართლებრივი შანსი მაინც დარჩა.

ლე პენი ასევე გეგმავს საკასაციო წესით გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ელექტრონული სამაჯურის ტარების თაობაზე, რაც განაჩენის აღსრულებას ავტომატურად შეაჩერებს.

დღის ამბები