08 ივლისი 2026,   20:53
ვრცლად
"უნდა შევთანხმდეთ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობაზე, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორი იქნება, როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენს შორის" - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბელგრადში გრძელდება. საქართველოს პირველი კანონმდებელი სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობს.

შეხვედრის მეორე დღეს დელეგატები დეტალურად განიხილავენ ორგანიზაციულ საკითხებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს ახალმა ფორმატმა. იგეგმება დეკლარაციის მიღებაც, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის პირველი პირები ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით საკუთარ ხედვებს დააფიქსირებენ.

იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.

"უნდა შევთანხმდეთ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობაზე, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორი იქნება, როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენს შორის, რა დამატებითი იდეები, ღონისძიებები, აქტივობები შეიძლება იყოს პარლამენტს შორის ურთიერთობისა, კომიტეტების დონეზე იქნება თუ სხვა სახის. ასევე, ჩვენი იდეები, რომელიც ბრიუსელს მიემართება. საბოლოო ჯამში, ამ საორგანიზაციო საკითხებთან ერთად, ასევე შევათანხმებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც მთლიანად ამ კონფერენციის იდეა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს გვაქვს განზრახვა, რომ ერთად ვიმუშაოთ გაწევრიანების გზაზე, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, დავეხმაროთ, გავაერთიანოთ ჩვენი ხმა და ერთიანი ხმით ვიყოთ წარმოდგენილი ამ პროცესში და ვიყოთ ამ პროცესის შემქმნელები და მონაწილენი და არა უბრალოდ ამ პროცესის ობიექტები," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები