08 ივლისი 2026,   13:09
ვრცლად
საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკს ეწვია და მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკს ეწვია და მონაწილეებს შეხვდა. ლევან ღირსიაშვილმა STEAM-განათლების განვითარების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები საკუთარ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ.

დღის ამბები