ანკარაში NATO-ს სამიტის ძირითადი სხდომები დღეს გაიმართება. ალიანსის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.
გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა მოკავშირე ქვეყნების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ლიდერებს საპრეზიდენტო სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ანკარაში ჩასვლისთანავე, NATO კვლავ მწვავედ გააკრიტიკა დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ალიანსით იმედგაცრუებულია და ამის მიზეზად ევროპელი მოკავშირეების მხრიდან ირანის წინააღმდეგ ომში ვაშინგტონის არასაკმარისი მხარდაჭერა დაასახელა.