"მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა დროული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან ერთად, დაბა ხულოს ვესტუმრეთ. მსგავსი აქციები, ჩვენი კომიტეტის ინიციატივით პერიოდულად ტარდება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მხარდამჭერ სამედიცინო დაწესებულებებსა და მედიკოსებს, ფარმაცევტულ კომპანიებს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ დაბა ხულოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევების მორიგი აქციის დასრულების შემდეგ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, ხულოს სხვადასხვა პროფილის ექიმსპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს.
ექოსკოპია, კარდიოგრამა, ნეიროსონოსკოპია, ელექტრო ენცეფალოგრამა და სხვა კვლევები ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროულ შეფასებასა და დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკა-გამოვლენას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, საჭიროების მქონე პაციენტებს გადაეცათ უფასო მედიკამენტების პაკეტები.
აქციას ესწრებოდნენ: ხულოს მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი - ლეილა ღოღობერიძე, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.