10 ივლისი 2026,   01:45
ვრცლად
საპატრიარქო: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიისთვის განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას, საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები.

ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული - სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენების დღე), რომელიც აღინიშნება 13 ივლისს.

ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ასევე, მათთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები".

იგივე რეგულაციები შეეხება ფოტოგადაღებასაც.

ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: +995 595 80 90 05.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივლისი", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები