10 ივლისი 2026,   17:05
ვრცლად
გასულ ღამეს, რუსეთის 12 რეგიონის მიმართულებით, უკრაინამ 370-ზე მეტი დრონი გაუშვა - აფეთქებები მოხდა ყუბანსა და როსტოვის ოლქში

გასულ ღამეს, რუსეთის 12 რეგიონის მიმართულებით, უკრაინამ 370-ზე მეტი დრონი გაუშვა. აფეთქებები მოხდა ყუბანსა და როსტოვის ოლქში.

ყუბანში იწვის ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ქალაქ აზოვში ცეცხლი უკიდია ორ ნავთობბაზას, ხანძარია ტაგან როგის საზღვაო პორტის ტერიტორიაზეც.

გარდა ამისა, დრონების ჩამოვარდნის და აფეთქების შედეგად, იწვის ადმინისტრაციული შენობები ტაგანროგსა და სოფელ კაგალნიკში.

დარტყმებს ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს ყველა არსებული ძალითა და საშუალებით მტკიცედ უპასუხებენ. ხოლო ასეთი ქმედებების ინიციატორებისთვის პასუხი დამანგრეველი იქნება.

პარალელურად, რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქი. დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. დაზიანდა ხუთი კერძო საცხოვრებელი სახლი.

დღის ამბები