ახლო აღმოსავლეთში ვითარება უმძიმეს ფაზაში შედის. ვაშინგტონმა ირანის პორტების სრული საზღვაო ბლოკადა განაახლა და ბოლო 72 საათის განმავლობაში ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე 300-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა.
განადგურებულია ირანის სანაპირო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვები პოზიციები, საწყობები. საპასუხოდ ირანმა დარტყმები მიიტანა აშშ-ის მეხუთე ფლოტზე. გარდა ამისა აფეთქებების ხმა ერთდროულად ისმის ბაჰრეინში, იორდანიაში, ერაყში, ქუვეითსა და საუდის არაბეთში.
ამ ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება. თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ საომარი მოქმედებები ირანის წინააღმდეგ განახლებულია.