აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც: "სრულიად სამარცხვინოდ "ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად".
ანანიძის განცხადებით, ეს ის შემთხვევაა და თანაც იშვიათი, როდესაც სააკაშვილიც და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ მართალია.
"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია.“- წერს ანანიძე.