23 ივლისი 2026,   10:14
ვრცლად
დაუბრუნდნენ რეალობას და წარსულში აღარ არიან ჩარჩენილნი - ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიაზე

დღეს საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტ შტაინ მაიერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

უმრავლესობაში კი იმედოვნებენ რომ გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობა ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება. "ქართული ოცნება" გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს. ხელისუფლება მზად არის, რომ გერმანიასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტზე განახლებული ინფორმაცია ურთიერთობების ნორმალიზების ნიშანია.

"დაუბრუნდნენ რეალობას და წარსულში აღარ არიან ჩარჩენილნი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომავლისკენ იხედებიან. იმედი გვაქვს, რომ დღეს ვითარება იცვლება. ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის პოლიტიკური კონტაქტების განახლების კუთხითაც. ველოდებით, საპასუხო ნაბიჯს, რომ საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი დაინიშნება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

დღის ამბები