საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ, გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება. მმართველი გუნდი გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს.
„გვყავდა გერმანიის ელჩის, რომელიც იყო მხარდამჭერი რადიკალების, რომელიც იყო მხარდამჭერი ამ უსამშობლოები, რომელიც აქეზებდა მოლოტოვის კოქტეილებს, რომელიც აქეზებდა პარლამენტზე შტურმს, რომელმაც ვერ გაითავისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო სალომე ზურაბიშვილი, არამედ იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამას შეგნებულად აკეთებდა. მათ შორის, იმ საგარეოს საიტებზე, გერმანულ საიტებზე, იქაც კი არ შეაცვლევინა. როგორც კი ჩამოშორდა ეს ადამიანი და გათავისუფლდა მათ შორის გერმანიის საელჩოც, უკვე დალაგებისკენ წავიდა.
ჩვენი ელჩი, რომელიც 7 თვეზე მეტი ელოდებოდა თანხმობას, უკვე დღეს ხვდება გერმანიის პრეზიდენტს და ინიშნება ელჩად. მათ შორის, ის ცრუ ინფორმაციაც წაიშალა გერმანული საიტებიდან. ეს ნიშნავს, რომ ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ასეთი კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერები არიან, რომელთაც ერთი სული აქვთ, რომ აქ რევოლუცია მოხდეს და შემდეგ თავიანთი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ეს ქვეყანა ომში გახვიონ. ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო, ვიცით, ყველაზე გვაქვს ინფორმაცია, ამიტომ, არ გავატარებთ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.