24 ივლისი 2026,   03:53
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. შესაბამისად, მისი პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა სწორი არ არის" - გიორგი შარაშიძე

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა, რომელიც, მათი მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე საუბრობს.

ამასთან, შარაშიძემ შეაფასა ენმ-ისა და მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილება, რომ სიაში სააკაშვილი ვერ მოხვდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად მიუძღვის ბრალი არაერთ დანაშაულში ქართველი ხალხის წინაშე და მან ამ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. შესაბამისად, მისი პოლიტპატიმრად შერაცხვის ნებისმიერი მცდელობა სწორი არ არის. არ ვიცი, სააკაშვილს კონკრეტულად რა ინტერესი აქვს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად მიუძღვის ბრალი არაერთ დანაშაულში ქართველი ხალხის წინაშე და ის ვალდებულია, ამ დანაშაულზე პასუხი აგოს," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები